საბმური - (ფშაურ) თოკი, ბაწარი (ბმა, დაბმა)
სამსეთ, სავსეთ – (რაჭა) ფეხმძიმედ
სამურველი - სპეციალური რკინის სავარცხელი საქონლის დასავარცხნად.
სარევანი – (ხევსურ) ხის მოგრძო მოსარევი ქაფქირი
სართაული – (რაჭა) ბალიში
სარცხი - ქვევრის სარეცხი
სატანი – (ხევსურ) ძროხის მოხდილი რძის ყველი
სატნის კუსი – (ხევსურ) ერთი თავი სატანი, ერთი წველა ყველი
საფუცარი - (ხევსურ) ხელთათმანი
საცხა – (გურიაში) სადღაც
საწდე –(ხევსურ) სპილენძის ჭურჭელი, რომლიტაც ლუდი მოჰქონდათ
საწუალო – (რაჭა) საქანელა, წუალი – ქანაობა
სახჩი - (ფშაურ) სახლში
სერა - სადღობლის მოსაკვრელი დამუშავებული თხელი ტყავი.
სვილი – (ხევსურ) ჭვავი
სველი – ყველის "ამოღების" შემდეგ დარჩენილი სითხე
სისვი – (ხევსურ) მწვანე
სუსამბარი – (აღმ.საქ) – რეჰანი,მწვანე ფერის –შაშკულანი (გურია)